ირაკლი ოქრუაშვილმა “ახალ თაობასთან” ინტერვიუში თავის ყოფილ თანამებრძოლ გუბაზ სანიკიძეზე ისაუბრა.
_ თქვენი ციხეში ყოფნის დროს პარტია დატოვა გუბაზ სანიკიძემ. რას ფიქრობთ ამაზე, ან დღეს თუ გაქვთ მასთან ადამიანური ურთიერთობა შენარჩუნებული?
_ ყველამ იცის, რასაც წარმოადგენს გუბაზ სანიკიძე. არა მარტო პოლიტიკაში, არამედ ცხოვრებაში. ასე რომ, მასზე საუბარი ზედმეტად მიმაჩნია.
_ ნაწყენი ხართ?
_ წყენა და სიამოვნება პოლიტიკაში არ არსებობს. რაც შეეხება თანამებრძოლობას, როდესაც გიჭერენ და ადამიანი ზურგს გაქცევს, იმ ადამიანზე კარგს ვერაფერს იტყვი.
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა