ირაკლი ოქრუაშვილი გუბაზ სანიკიძეზე – “როდესაც გიჭერენ და ადამიანი ზურგს გაქცევს, მასზე კარგს ვერაფერს იტყვი”

ირაკლი ოქრუაშვილი გუბაზ სანიკიძეზე - "როდესაც გიჭერენ და ადამიანი ზურგს გაქცევს, მასზე კარგს ვერაფერს იტყვი"ირაკლი ოქრუაშვილმა “ახალ თაობასთან” ინტერვიუში თავის ყოფილ თანამებრძოლ გუბაზ სანიკიძეზე ისაუბრა.

_ თქვენი ციხეში ყოფნის დროს პარტია დატოვა  გუბაზ სანიკიძემ. რას ფიქრობთ ამაზე, ან დღეს თუ გაქვთ მასთან ადამიანური ურთიერთობა შენარჩუნებული?

_  ყველამ იცის, რასაც წარმოადგენს გუბაზ სანიკიძე. არა მარტო პოლიტიკაში, არამედ ცხოვრებაში. ასე რომ, მასზე საუბარი ზედმეტად მიმაჩნია.

_ ნაწყენი ხართ?

_ წყენა და სიამოვნება პოლიტიკაში არ არსებობს. რაც შეეხება თანამებრძოლობას, როდესაც გიჭერენ და ადამიანი ზურგს გაქცევს, იმ ადამიანზე კარგს ვერაფერს იტყვი.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა