კალაძე – “გორთან ავარიის ფონზე ყველაფერი უფერულდება”

კალაძე - "გორთან ავარიის ფონზე ყველაფერი უფერულდება"არაფერია ადამიანის სიცოცხლეზე ღირებული – ყველაფერი უფერულდება გორთან მომხდარი გუშინდელი ავტოკატასტროფის ფონზე, – ამის თაობაზე პარტია “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.

“ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, მათ ახლობლებს, მთელ საქართველოს! ავტოშემთხვევის დროს დაშავებულ მოქალაქეებს კი, მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა, 11-მა მგზავრმა კი სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო.

იპნ