მეუფე ნიკოლოზი – “ნუ შეეხებით ჩემ პირად ქონებას”

მეუფე ნიკოლოზი - "ნუ შეეხებით ჩემ პირად ქონებას"“ნუ შეეხებით ჩემ პირად ქონებას, ეს არ არის ის სივრცე, სადაც თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ, გამოიწიეთ ეხლა ყველამ” – ასე მიმართა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლზმა ჟურნალისტებს, როდესაც მას ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაუსვეს შეკითხვა. სასულიერო პირის გაღიზიანება მის ჯიპთან, მედიის წარმომადგენლების მიახლოებამ გამოიწვია.

დაკავებულ მეცნიერებზე კომენტარი არ გააკეთა საპატრიარქოს პრესსამსახურის წარმომადგენელმა, ანდრია ჯაღმაიძემ – წირვის განწყობაზე, სხვა თემებზე უნდა მალაპარაკოთ?! – უპასუხა მან ჟურნალისტებს.

რაც შეეხება სხვა სასულიერო პირებს, მეუფე ვახტანგის გარდა, შეფასებებისგან ისინი თავს იკავებენ და ვერც იმას ამბობენ, ჩაინიშნება თუ არა სინოდის სხდომა.

მთავარი