მომღერალთა გუნდ “თუთარჩელას” 26 წევრი კორონავირუსით არის ინფიცირებული

 მომღერალთა გუნდ "თუთარჩელას" 26 წევრი კორონავირუსით არის ინფიცირებულირუს­თავ­ში, ახალ­გაზ­რდა მომ­ღე­რალ­თა გუნდ “თუ­თარ­ჩე­ლას” 26 წევ­რი კო­რო­ნა­ვირუ­სით არის ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი.

რო­გორც “ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან” სა­უ­ბარ­ში, გუნ­დის ხელ­მძღვა­ნელ­მა თა­მარ ბუ­ა­ძემ გა­ნა­ცხა­და, პირ­ვე­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვი­დან დღემ­დე ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვის შე­დე­გად კო­რო­ნა­ვირუ­სი ჯამ­ში 26 მომ­ღე­რალს, მათ შო­რის მა­საც და­უ­დას­ტურ­და, პი­სი­არ ტეს­ტის პა­სუ­ხი მხო­ლოდ 4 შემ­თხვე­ვა­შია უარ­ყო­ფი­თი.

ამას­თან, რო­გორც რუს­თა­ვის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვი­სა და უსაფრ­თხო გა­რე­მოს უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ცენ­ტრში აცხა­დე­ბენ, გუ­შინ დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში, ქა­ლაქ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სი 21 შემ­თხვე­ვა­ში და­დას­ტურ­და, დღეს დი­ლით კი 2 და­ე­მა­ტა.