თბილისში 3 კორპუსი აფეთქებას გადაურჩა. ამის შესახებ ფეისბუქში თბილისი ენერჯიმ დაწერა:
“დღეს თბილისის სამ უბანში კორპუსები აფეთქებას გადაურჩა.
ბინის მეპატრონეების უყურადღებობის გამო სამი კორპუსი – დიდუბეში, საბურთალოსა და სამგორის რაიონში აფეთქდებოდა, რომ არა ყურადღებიანი მეზობლები, რომლებმაც დარეკეს – 114-ზე და გაზის სუნის შესახებ შეგვატყობინეს.
როგორც აღმოჩნდა, ოჯახის წევრები სახლში იმყოფებოდნენ და გაზის ონკანი უყურადღებოდ ჰქონდათ დატოვებული.
გაუფრთხილდით თქვენი ოჯახის და მეზობლების სიცოცხლეს. თქვენი უყურადღებობის გამო შესაძლოა სხვების სიცოცხლე შეიწიროთ.
იფიქრეთ ბუნებრივი გაზის უსაფრთხო მოხმარებაზე.”

