პაატა იმნაძე – “ეს იყო ჩვენი შეცდომა, ცოტა პოპულისტური გადაწყვეტილება..”

პაატა იმნაძე - "ეს იყო ჩვენი შეცდომა, ცოტა პოპულისტური გადაწყვეტილება.."დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ “ფორმულას” ეთერში სტრუმრობისას განაცხადა, რომ პანდემიის დროს მან და მისმა გუნდმა შეცდომა დაუშვეს.

იმნაძე შეცდომას ბათუმში კარვების გახსნას უწოდებს. მისი თქმით, ეს ცოტა პოპულისტური გადაწყვცეტილებაც იყო, რომელსაც სამწუხაროდ ცუდი შედეგები მოჰყვა.
,,ჩვენც გვქონდა ხარვეზები. აშკარად არასწორი და ცოტა პოპულისტური იყო ჩვენი გადაწყვეტილება, რომ კარვები გაგვეხსნა ბათუმში.5 კარავი იყო, თუ არ ვცდები. ამან გამოიწვია ის, რომ ყველა ცნობისმოყვარე იკმაყოფილებდა ცნობისმოყვარეობას. შესაბამისად, ამან გამოიწვია ლაბორატორიების გადატვირთვა და შემდეგ, უკვე პასუხები დაგვიანდა იქ, სადაც პასუხები ადამიანებს დროულად უნდა მიეღოთ.

ეს იყო ჩვენი შეცდომა. შეცდომა არ მოსდის მას, ვინც არაფერს აკეთებს. მერე კრიტიკა ადვილია მათთვის ვინც არაფერს აკეთებს. როცა აკეთებ შეცდომები მოგდის, ჩვენ შეცდომების აღიარება არ გვიჭირს”, – განაცხადა პაატა იმნაძემ ტელეკომპანია ,,ფორმულას” ეთერში.