“პატარების დატოვება მომიწევს და მეშინია” – ნინო სურგულაძემ ბარსელონადან მიწვევა მიიღო

ოპერის მომღერალმა ნინო სურგულაძემ ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ამბობს:

„ყველა არის დაძაბული, მოვლენების განვითარების მოლოდინში, რა და როგორ იქნება. მესმის ძალიან კარგად მეც დედა ვარ და ყველას უწუხებს არის ეს პრობლემა, არა მხოლოდ საქართველოში არამედ მთელ მსოფლიოში.

ერთადერთი რაც შეიძინე ვიფიქროთ, კონფლიქტი მეზობელ ქვეყნებში მალე დასრულდება და არ მიიღებს დიდ მასშტაბებს, ამას დამატებული ის, რომ არჩევნებმა მშვიდად ჩაიაროს და ასევე ის, რომ კოვიდი მოუშორებელი ჭირი რაღაცნაირად დასრულდეს. ნამდვილად ძალიან რთულ პერიოდში მოგვიწია ყოფნა და არსებობა, მაგრამ ვფიქრობ ადამიანი იმდენად ძლიერი არსებაა, რომ ყველაფერს ეგუება და ყველაფრის გადატანა, გააზრება შეუძლია.

წარმოუდგენლად დაიძაბა სიტუაცია ჩვენს გარშემო, ჩვენი მდებარეობა ყოველთვის იყო ისეთი, რომ ჩვენ ძალაუნებურად ვხვდებოდით ამ ქარცეცხლში მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მაქსიმალურად სწორად, ფრთხილად გამოვალთ ამ მდგომარეობიდან.

ახლახანს მივიღე მოწვევა ბარსელონაში, უნდა დავუბრუნდე სამსახურს. არ ვიცი, როგორ იქნება დეკემბრამდე დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრი რამ შეიცვლება. სრულიად წარმოუდგენელია რა შეიძლება მოხდეს.

მაგრამ მე უკვე ბედნიერი ვარ იმ ფაქტით, რომ თეატრმა თვითონ გამოგზავნა კონტრაქტი, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი მზად არიან თანამშრომლობისთვის და მეც რა თქმა უნდა მზად ვარ. ვიცი, რომ პატარების დატოვება მომიწევს, ჩავალ და ჩემს საყვარელ საქმეს გავაკეთებ, ვიმღერებ მაგრამ, რომ არ მოგატყუოთ ცოტათი მეშინია“.

პრაიმტაიმი