პატრიარქის სტიქაროსანს, მსახიობ კახა მიქიაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

პატრიარქის სტიქაროსანს, მსახიობ კახა მიქიაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდასაქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს სტიქაროსანს კორონავირუსი დაუდასტურდა.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, მას პატრიაქთან კონტაქტი ბოლო დღეების განმავლობაში არ ჰქონია.

მსახიობი კახა მიქიაშვილი ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობს.

„პრაიმამბები“ მიქიაშვილს დაუკავშირდა.

– კახა, როგორ ხართ?

– კარგად ვარ. ბოჭორიშვილის კლინიკაში ვმკურნალობ. მეგონა გუშინ გამწერდნენ კლინიკაში, რადგან მძიმე პაციენტად არ ვითვლებოდი, მაგრამ როცა გამოკვლევა ჩამიტარეს აღმოჩნდა, რომ ფილტვების ანთება მაქვს.

– ვისგან დაინფიცირდით?

– დავინფიცირდი ჩემი მეგობრისგან, რომელიც ქუჩაში შემხვდა, ხელი ჩამოვართვი და გადავკოცნეთ ერთმანეთი. როცა გავიგე, რომ მას დაუდასტურდა კორონავირუსი, თვითიზოლაციაში გადავედი. შემდეგ მეც გამომივლინდა სიმპტომები. კიდევ კარგი ბებიასთან და ბაბუასთან არ ვცხოვრობ. გადამიყვანეს კლინიკაში. 8 დღე არ მქონდა სიმპტომები და ახალი პროტოკოლით, ასეთ პაციენტებს მერვე დღეს საკარანტინო სივრცეში უშვებენ, მაგრამ როცა კვლევა ჩამიტარეს ფილტვების ანთება აღმომაჩნდა და კლინიკაში დამტოვეს.