რუსთავში, ე.წ. წყალსაქაჩის ტერიტორიასთან ახლოს, მტკვრიდან 13 წლის ბიჭის ცხედარი ამოიტანეს.
გარდაცვლილი არასრულწლოვანი მე-16 საჯარო სკოლის მოსწავლე ნიკოლოზ ჭინჭარაშვილია.
არსებული ინფორმაციით, ბიჭს ჯებირზე ფეხი დაუცურდა, თავი ბეტონის ფილას დაარტყა და მტკვარში ჩავარდა.
„სივაისი“ დაღუპულის რამდენიმე მეგობრის სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტარს გთავაზობთ:
„15 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა და ბეტონზე ჰქონდა თავი დარტყმული, წყალში ჩავარდნისას უკვე გონება ჰქონდა დაკარგული და ჩავარდნიდან 5 წუთში გარდაიცვალა.“- წერს ერთ-ერთი მეგობარი.
„მყვინთავი ადგილზე მისვლისთანავე ჩავიდა მტკვარში. ჯერ მივიდა მყვინთავების ჯგუფი და მერე დანარჩენი. მეთევზის გარდა იქ არავინ იყო.“ – წერს მეორე მეგობარი.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 155-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.