რუსთავში მტკვარში დაღუპული 13 წლის ნიკოლოზ ჭინჭარაშვილია – ის მე-16 სკოლის მოსწავლე იყო – ვიდეო

რუსთავში მტკვარში დაღუპული 13 წლის ნიკოლოზ ჭინჭარაშვილია - ის მე-16 სკოლის მოსწავლე იყო - ვიდეორუსთავში, ე.წ. წყალსაქაჩის ტერიტორიასთან ახლოს, მტკვრიდან 13 წლის ბიჭის ცხედარი ამოიტანეს.

გარდაცვლილი არასრულწლოვანი მე-16 საჯარო სკოლის მოსწავლე ნიკოლოზ ჭინჭარაშვილია.

არსებული ინფორმაციით, ბიჭს ჯებირზე ფეხი დაუცურდა, თავი ბეტონის ფილას დაარტყა და მტკვარში ჩავარდა.

„სივაისი“ დაღუპულის რამდენიმე მეგობრის სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტარს გთავაზობთ:

„15 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა და ბეტონზე ჰქონდა თავი დარტყმული, წყალში ჩავარდნისას უკვე გონება ჰქონდა დაკარგული და ჩავარდნიდან 5 წუთში გარდაიცვალა.“- წერს ერთ-ერთი მეგობარი.

„მყვინთავი ადგილზე მისვლისთანავე ჩავიდა მტკვარში. ჯერ მივიდა მყვინთავების ჯგუფი და მერე დანარჩენი. მეთევზის გარდა იქ არავინ იყო.“ – წერს მეორე მეგობარი.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 155-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.