სალომე სამადაშვილი – “ეს რაღაცა კასრების თემა არის დემაგოგია”

სალომე სამადაშვილი - "ეს რაღაცა კასრების თემა არის დემაგოგია"“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა სალომე სამადაშვილმა “ღამის კურიერის” ეთერში “კასრების საქმეს” დემაგოგია უწოდა და ამ თემაზე ჟურნალისტის მიერ დასმულმა შეკითხვამ გააღიზიანა.

სამადაშვილმა აღნიშნა, რომ “კასრების საქმე” რუსული პროპაგანდის ხერხებით შექმნილი მითებია.

“ეს რაღაცა კასრების თემა არის დემაგოგია. არანაირი ამისი ფაქტები არ არის. თქვენ ახლა გადადიხართ ისეთ ტერიტორიაზე, რომელიც არის შავ-ბნელი რუსული პროპაგანდის ხერხებით შექმნილი რაღაც მითები,” – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

რუსთავი 2