“სამი დღის წინ გავიგეთ, რომ ლეიკემია ჰქონდა” – რამ შეიწირა ონკოლოგი დალი თუშიშვილი

"სამი დღის წინ გავიგეთ, რომ ლეიკემია ჰქონდა" - რამ შეიწირა ონკოლოგი დალი თუშიშვილიცნო­ბი­ლი ონ­კო­ლო­გი, ულა­მა­ზე­სი ქალ­ი დალი თუ­შიშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. მან არა­ერ­თი და­უ­ვი­წყა­რი სახე შექ­მნა ქარ­თულ კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ა­ში. მისი ცხოვ­რე­ბა ტრა­გე­დი­ე­ბით სავ­სე გახ­ლდათ, გარ­და­ეც­ვა­ლა მე­უღ­ლე, ძმა და შვი­ლი. თა­ვის დრო­ზე კი­ნო­ზე უარი თქვა და ონ­კო­ლო­გია აირ­ჩია. ცხოვ­რობ­და მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად და ხში­რად არ ჩნდე­ბო­და ტე­ლე­ე­თე­რებ­ში.

ნინო რეხ­ვი­აშ­ვი­ლი, დალი თუ­შიშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი:

– ჩვენ მე­გობ­რე­ბი ვი­ყა­ვით, არ ავად­მყო­ფობ­და. ბო­ლოს ათი დღის წინ ვი­სა­უბ­რეთ და მი­თხრა, რომ შე­ე­ყა­რა ვირუ­სი. ვუ­თხა­რი, დალი, ჩემ­გან არ გეს­წავ­ლე­ბა და იქ­ნებ კო­რო­ნა­ზე აგე­ღო ანა­ლი­ზი-მეთ­ქი. მი­თხრა, – არა, ნინო, ეგ სიმპტო­მე­ბი არ მაქვს, გავ­ცივ­დი, თან იმ­დე­ნი წამ­ლე­ბი დავ­ლიე, ნაღ­ვე­ლი გა­მი­ღი­ზი­ან­დაო.

შემ­დეგ წა­ვი­და სამ­სა­ხურ­ში, მაგ­რამ სა­ღა­მოს მი­თხრა, ვერ შევ­ძე­ლი მუ­შა­ო­ბა და წა­მო­ვე­დიო. შემ­დეგ მე ვი­ყა­ვი ანა­ლი­ზებ­ზე ალა­დაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში და მი­თხრა, რო­გორ მინ­დო­და იქ დაგ­ხვედ­რო­დი, მაგ­რამ ვერ შევ­ძე­ლი ად­გო­მა, ვირუს­მა და­მა­სუს­ტაო. სამი დღის წინ შე­ვი­ტყვეთ, ეს თავ­ზარ­დამ­ცე­მი ინ­ფორ­მა­ცია, რომ ლე­ი­კე­მია ჰქონ­და. ძა­ლი­ან ძნე­ლად და­სა­ჯე­რე­ბე­ლი იყო. პრო­ფე­სო­რი, უმაღ­ლე­სი აკა­დე­მი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე ქალი გახ­ლდათ, სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნი იყო. გა­მო­რი­ცხუ­ლია, რომ თა­ვად რამე გა­მო­პარ­ვო­და. მი­თხრა, წიგ­ნი, რომ გა­მო­ვა, ჩემს ეზო­ში გა­ვა­კე­თოთ ამის პრე­ზენ­ტა­ცი­აო, სახ­ლში ულა­მა­ზე­სი ეზო ჰქონ­და.

გივი სი­ხა­რუ­ლი­ძე:

– გული მო­მიკ­ვდა. ჩემ­თვის დალი თუ­შიშ­ვი­ლი იყო, რო­გორც ცი­სარ­ტყე­ლა.

უდი­დე­სი მეც­ნი­ე­რი იყო, ჰყავ­და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ო­ვი მე­უღ­ლე, რო­მე­ლიც, სამ­წუ­ხა­როდ, გარ­დაც­ვლი­ლია. ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­ტი­ვის­ცე­მით იგო­ნებ­და მას. მე და­ლის სი­ლა­მა­ზეს მა­ი­კო ორ­ბე­ლი­ა­ნი­სა და ნინო ჭავ­ჭა­ვა­ძი­ეს მშვე­ნი­ე­რე­ბას შე­ვა­და­რებ­დი, ძა­ლი­ან მეტ­კი­ნა გული.

ამბები