საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 40-მდე გაიზარდა.
როგორც ცნობილია, გარდაცვლილი 81 წლის მამაკაცია, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. მას აღენიშნებოდა თანხმლები დაავადებები, ორმხრივი პნევმონია.
ცნობისთვის, 1 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

