თბილისში ახალი შეზღუდვები დაწესდება? – ეს საკითხი ორშაბათს გადაწყდება

თბილისში ახალი შეზღუდვები დაწესდება? - ეს საკითხი ორშაბათს გადაწყდებადაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ჩვენ უნდა ვმართოთ კორონავირუსი და უნდა ვისწავლოთ მასთან ერთად ცხოვრება, ამიტომ ფართომასშტაბიან შეზღუდვებზე საუბარი არ არის, მაგრამ ორშაბათს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გადაწყდება, დაწესდება თუ არა დამატებითი შეზღუდვები დედაქალაქში.

„კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ვამბობ, რომ ფართომასშტაბიან შეზღუდვებზე, მათ შორის, დედაქალაქში, საუბარი არ არის,  რა ტიპის იქნება ეს შემზღუდავი ღონისძიებები, ან იქნება თუ არ იქნება, ორშაბათს საკოორდინაციო საბჭოზე გადაწყვეტენ და ყველასთვის გახდება ცნობილი. ეს ყველაფერი, აფეთქება, რომელსაც ისადაც ველოდით, გამოიწვია ისეთმა დამოკიდებულებამ, რაც შეიმჩნეოდა, რომ აი, კორონა დავამარცხეთ, პირბადე არ გვჭირდება და ასე შემდეგ”, – თქვა ამირან გამყრელიძემ Live პრესკონფერენციაზე.
შეგახსენებთ, რომ დღეს კორონავირუსი 527 ადამიანს დაუდასტურდა, 313 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 6 კი დაიღუპა. ახალი შემთხვევებიდან თბილისში კორონავირუსის 179 შემთხვევა დადასტურდა.
NCDC-ის ცნობით, გუშინ, 8 ოქტომბერს, საქართველოში 9 605 PCR ტესტი ჩატარდა.
ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსის 10 752 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 5866 პაციენტი განიკურნა, ხოლო 72 გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 5574 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836. 1338 ადამიანი კოვიდ სასტუმროებში მკურნალობს.

მთავარი