ზუგდიდში კოვიდინფიცირებული პირველკლასელი მშობლებმა ექიმებისგან მალულად სკოლაში მაინც გაუშვეს

ზუგდიდში კოვიდინფიცირებული პირველკლასელი მშობლებმა ექიმებისგან მალულად სკოლაში მაინც გაუშვესზუგდიდში კორონავირუსი პირველკლასელ მოსწავლეს დაუდასტურდა. გავრცელებული ინფორმაციით, ექიმებმა ინფიცირებულის ოჯახს თვითიზოლაციაში ყოფნისკენ მოუწოდეს, თუმცა მშობლებმა ბავშვი სკოლაში მაინც გაუშვეს.მომხდარის გამო მთელი კლასი სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავიდა, თუმცა სკოლა მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.

“ზუგდიდის მუნიციპალიტეტის პირველი საჯარო სკოლის პირველკლასელ მოსწავლეს დაუდასტურდა კოვიდ ინფექცია. ვისთანაც კი შემხებლობა ჰქონდა აღნიშნულ მოსწავლეს, გადავლენ თვითიზოლაციაში და 2 დაწყებითი კლასი გადავა დისტანციურ სწავლებაზე,” – განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ.

სამეგრელოში კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რეგიონში ინფიცირებულების რაოდენობა 159-მდე გაიზარდა.

ნიუპოსტი