104 ათასი შარშან მილიონ ლარად შესყიდული ნაძვის ხის გადაკეთებას მოხმარდება

104 ათასი შარშან მილიონ ლარად შესყიდული ნაძვის ხის გადაკეთებას მოხმარდებაფლანგვის დეტექტორი აქვეყნებს თბილისი მერიის მიერ საახალწლო განათებებზე დახარჯულ მონაცემებს.

2019 წელს თბილისის მერიამ 3.17 მილიონი ლარი დახარჯა საშობაო ნაძვის ხის შეძენაში და თბილისის ქუჩების მორთვისთვის.

2020 წელს დასახარჯი 616 ათასი ლარიდან – 104 ათასი შარშან მილიონ ლარად შესყიდული ნაძვის ხის გადაკეთებას მოხმარდება.

წელს მერიის კომპანიამ პირდაპირი შესყიდვით ხელშეკრულება გაუფორმა კომპანიას, რომელმაც იგივე ტენდერში დისკვალიფიკაცია მიიღო;

თბილისის მერიამ და მისმა კომპანიამ 2017-2020 წლებში სულ 5,064,886 ლარი დახარჯა მხოლოდ საახალწლო განათებებში.