საპროტესტო აქციის დარბევის დროს დაკავებულთა შორისაა „მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი, კოკა თოფურია.
თოფურიას ოჯახის წევრებისთვის უცნობია, რა გახდა დაკავების მიზეზი. ამასთან, მათ არ იციან, როდის ჩაინიშნება სასამართლო პროცესი.
“მე მოვინახულე ერთ-ერთი დაპატიმრებული, რომელმაც მითხრა, რომ არანაირი ფიზიკური ან სიტყვიერი დაპირისპირება არ ჰქონია სამართალდამცველებთან. დაკავებულია კოკა თოფურიაც, საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი. “მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებელი”, – ამბობს ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი.
თოფურიას ახლობლების თქმით, პოლიციელებმა მისი დაკავების შესახებ ოჯახს არ აცნობეს.
“ადამიანი უბრალოდ გაქრა. რომ არ გვყავდეს პირადი კონტაქტები პოლიციაში, გამოდის, რომ ადამიანი არ არსებობს. მე რამდენადაც ვიცი, ბევრია დაკავებული, თუმცა მათზე ინფორმაცია არ ვრცელდება”, – ამბობს “ენმ”-ის წევრი, კოტე იოსელიანი.
უნივერსიტეტის რექტორის გარდა, დაკავებულია დავით ტატიაშვილიც – ის მოქალაქეებს წყლის ჭავლით დარბევის დროს ეხმარებოდა ტანსაცმლით, შესაბამისად, დაპატიმრების მიზეზი ამ დრომდე უცნობია.
დაზიანების შედეგად თავზე ნაკერების დადება დასჭირდა ერთ-ერთ მოქალაქეს, კახაბერ კვეკვეციას.
შეგახსენებთ, რომ შსს-ის ინფორმაციით, აქციის დროს ჯამში 19 ადამიანი დააკავეს.
მთავარი