შსს-მ ცესკოთან მიმდინარე აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა, თანაც ისე, რომ ხმოვან გაფრთხილებას ადგილი არ ჰქონია.
ტელეკომპანია „მთავარი“ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორ თენგიზ ცერცვაძეს და NCDC-ის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძეს დაუკავშირდა და ორივეს იდენტური კითხვა დაუსვა: ნოემბერში ადამიანების წყლის ჭავლით დაშლა საფრთხეს შეუქმნის თუ არა მათ ჯანმრთელობას და რა რისკებს შეიცავს ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით? შექმნის თუ არა დამატებით გართულებებს?
თენგიზ ცერცვაძე: „ვერ გეტყვით. ეპიდემიოლოგიური სკითხები NCDC-ის კომპეტენციაა და მათ ჰკითხეთ. ჩემი კომპეტენციაა, ავადმყოფის მკურნალობა და თქვენ რასაც მეკითხებით, მაგაში ექსპერტად ვერ გამოვდგები“.
ამირან გამყრელიძე: „ამ ტიპის კითხვებზე მე პასუხს არ ვიძლევი… მე მკითხეთ როგორია ქვეყანაში ეპიდსიტუაცია… რასაც თქვენ მეკითხებით, ეს სხვა ტიპის პოლიტიკური კითხვაა, მე პოლიტიკურ კომენტარებს არ ვაკეთებ“.

