ანზორ მელიას კლინიკა “გული” 10 დეკემბრამდე დაიხურა

ანზორ მელიას კლინიკა "გული" 10 დეკემბრამდე დაიხურაკლინიკაში „გული“ კორონავირუსით 70-მდე სამედიცინო პერსონალია დაინფიცირებული, აქედან 30 ექიმი და 40-მდე ექთანია. დაინფიცირებულია თავად კლინიკის ხელმძღვანელი, ანზორ მელიაც.

„ძირითადად არის დაინფიცირებული 30 ექიმი და 40-მდე ექთანი, ტექნიკური პერსონალიც დაინფიცირებულია, მაგრამ, საბედნიეროდ, ყველასთან გართულების გარეშე მიმდინარეობს და საავადმყოფოში გადაყვანა არ დასჭირვებიათ, არც ფილტვების ანთება არ აქვთ.

რაც შემეხება მე, სიცხე არ მაქვს და სახლის ეზოში დავდივარ, რადგან სიარული და სუფთა ჰაერი ამ დროს აუცილებელია,“- განაცხადა ანზორ მელიამ.

მისივე განმარტებით, კლინიკა დაახლოებით 10 დღის წინ 10 დეკემბრამდე დაიხურა, ფუნქციონირებას კი მხოლოდ კარდიოქირურგიული განყოფილება განაგრძობს. მისივე თქმით, კლინიკაში ვირუსის გავრცელების წყარო ის პაციენტები გახდნენ, რომლებმაც ან არ იცოდნენ, რომ კორონავირუსი ჰქონდათ ან განგებ მალავდნენ ტემპერატურის არსებობას.

„კლინიკაში მხოლოდ კარდიოქირურგიული განყოფილება მუშაობს დანარჩენი ყველაფერი დაიხურა 10 დეკემბრამდე სანამ არ გამოვჯანმრთელდებით.

ავადმყოფების უმრავლესობამ თვითონაც არ იცოდა, რომ კოვიდი ჰქონდათ, ზოგიერთი მალავდა სიცხეს და დაინფიცირდა განყოფილება. 10 დღის წინ დავხურეთ განყოფილება. მთელი სიმძიმე გადავიდა ემერჯენსზე და ინტესიურზე, ამ დროს სტენოკარდიები, ინფარქტები, მოციმციმე არითმიემი მოაწვა და შემოგვეპარნენ კოვიდიანი ავადმყოფები. დიაგნოზის დასმის შემდეგ 2-3 დღე ვერ გადაგვყავდა ეს ავადმყოფები სპეციალიზებულ კლინიკაში და ამან შეუწყო ხელი გავრცელებას და როცა ვნახე, რომ უკვე გამოუვალი მდგომარეობა იყო, დავხურე კლინიკა იმიტომ, რომ სხვა გამოსავალი არ იყო,“- განაცხადა ანზორ მელიამ.

იპნ