აჭარას და გურიას გაზის მიწოდება შეუწყდა

აჭარას და გურიას გაზის მიწოდება შეუწყდააჭარა-გურიის ცენტრალური მაგისტრალის დაზიანების გამო დღეს დილით, დაახლოებით 7 საათზე ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყდა.

“სოკარ აჭარის” ხელმძღვანელის, ვახტანგ ბერიშვილის ინფორმაციით, უცნობია, რამ გამოიწვია დაზიანება და მიზეზებს “გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სწავლობს. ბუნებრივი აირის მიწოდება ამ დროისთვის შეწყვეტილი აქვთ აჭარასა და გურიაში არსებულ აბონენტებს.

ჯერჯერობით უცნობია, როდის აღდგება ბუნებრივი აირის მიწოდება.

ბათუმელები