ავთანდილ თალაკვაძე ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების ცენტრის დირექტორობიდან გადადგა

ავთანდილ თალაკვაძე ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების ცენტრის დირექტორობიდან გადადგაავთანდილ თალაკვაძემ ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის თანამდებობა დატოვა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, ავთანდილ თალაკვაძემ აღნიშნული თანამდებობა პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა.

„გიდასტურებთ ინფორმაციას, რომ ავთანდილ თალაკაძემ პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე ცენტრის დირექტორის პოზიციის დატოვებასთნ დაკავშირებით განცხადება უკვე დაწერა“,-აცხადებენ უწყებაში.

კითხვაზე, თუ სად გააგრძელებს მუშაობას ავთანდილ თალაკვაძე, უწყებაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ინფორმაციას არ ფლობენ.

იპნ