ერთი უსინათლო იყო, მეორე – ლოგინად ჩავარდნილი მოხუცი – თბილისში ხანძარში 2 ადამიანი დაიღუპა

ერთი უსინათლო იყო, მეორე - ლოგინად ჩავარდნილი მოხუცი - თბილისში ხანძარში 2 ადამიანი დაიღუპაორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ხორავას ქუჩაზე დღეს დილით გაჩენილ ხანძარს. გარდაცვლილია ერთი ოჯახის ორი წევრი, რომელთაგან ერთი უსინათლო, მეორე კი ლოგინად ჩავარდნილი მოხუცებული იყო.

ხანძარი თბილისში, ხორავას 9 ნომერში გამთენიისას გაჩნდა. შედეგად კი სამ სართულიანი შენობის მეორე სართული დაიწყვა.

სახანძრო-სამაშველო ჯგუფებს ორივე მათგანი  გარდაცვლილი დახვდათ, მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდნენ.

ხანძრის გამომწვევი ოფიციალური მიზეზი უცნობია, თუმცა ერთ-ერთ ვერსიად ბუნებრივი აირი სახელდება.

მთავარი