გახარიას დაცვის 3 წევრს კოვიდ 19 დაუდასტურდა

გახარიას დაცვის 3 წევრს კოვიდ 19 დაუდასტურდაპრემიერ-მინისტრის დაცვის კიდევ 2 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ინფიცირებულია უკვე გიორგი გახარიას სულ დაცვის 3 წევრი, რის გამოც საქართველოს პრემიერ-მინისტრი თვითიზოლაციაშია.

მთავრობის ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში წერს, რომ მის თანამშრომელს, რომელთანაც კომუნიკაცია ჰქონდა, მიზნობრივი შერჩევითი ტესტირების დროს კორონავირუსი დაუდგინდა.

რუსთავი 2