გახარიას კოვიდ 19 დაუდასტურდა

გახარიას კოვიდ 19 დაუდასტურდაპრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ტესტირების შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდა. გიორგი გახარია თავს კარგად გრძნობს და მკურნალობას სახლში გააგრძელებს.

როგორც ცნობილია, 31 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრი თვითიზოლაციაში გადავიდა, ვინაიდან მას ხანგრძლივი კომუნიკაცია ჰქონდა დაცვის თანამშრომელთან, რომელსაც მიზნობრივი შერჩევითი ტესტირებით დაუდგინდა კორონავირუსი.