გარდაიცვალა პარლამენტის ყოფილი წევრი ბიძინა გუჯაბიძე

გარდაიცვალა პარლამენტის ყოფილი წევრი ბიძინა გუჯაბიძესაქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ბიძინა გუჯაბიძე გარდაიცვალა.

ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ ოჯახის წევრებმა დაადასტურეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბიძინა გუჯაბიძის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

ბიძინა გუჯაბიძე 1956 წლის 24 თებერვალს დაიბადა, 2004 და 2012 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის პარლამენტის წევრი.