დმანისისა და ბოლნისის მაჟორიტარობის კანდიდატს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიადან” კახა ოქრიაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას მის ფეისბუქ გვერდზე ვეცნობით.
“კახა ოქრიაშვილს დაუდასტურდა კოვიდ-19 , ის სახლის პირობებში მკურნალობს, თავს კარგად გრძნობს და გეგმავს ბრძოლის გაგრძელებას”, – წერია პოსტში.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში დამატებით 1 852 ადამიანი დაინფიცირდა, 7 პაციენტი კი გარდაიცვალა.

