კორონავირუსით “იმედის კლინიკის” ექიმი ზაზა იმერლიშვილი გარდაიცვალა

კორონავირუსით "იმედის კლინიკის" ექიმი ზაზა იმერლიშვილი გარდაიცვალაკორონავირუსით 57 წლის ექიმი, ზაზა იმერლიშვილი გარდაიცვალა. ის „იმედის კლინიკაში“ გინეკოლოგად მუშაობდა.

მას განუკურნებელი დაავადება ჰქონდა, ამიტომ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ზაზა იმერლიშვილს 2017 წელს გურჯაანის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 12 3470 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 102 270-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 161 მოქალაქე.