კოვიდ 19-ით ინფიცირებული ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარე გარდაიცვალა

კოვიდ 19-ით ინფიცირებული ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარე გარდაიცვალაბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარე (სამადბეგიშვილი) გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა, ეპისკოპოსს სხვა თანმხლებ დაავადებასთან ერთად კორონავირუსი ჰქონდა.

„დღეს დილით გარდაიცვალა. სიმსივნე ჰქონდა და ცოტა ხნის წინ ოპერაცია გაიკეთა, კორონავირუსიც ჰქონდა“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.