ბათუმში 12 წლის გოგონას გარდაცვალების შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, გოგონა იაშვილის კლინიკის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში 15 ნოემბერს ღამე შეიყვანეს.
“ბათუმელების”ინფორმაციით, ბავშვი კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს და კორონავირუსი სწრაფი ტესტით დაუდასტურდა. მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე გოგონა სხვა კლინიკაში გადაჰყავდათ. ის სწორედ ამ დროს გარდაიცვალა.
წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილ ბავშვს თანმდევი დაავადება – თირკმლის უკმარისობის მეოთხე სტადია ჰქონდა.
მთავრობის ოფიციალური მონაცემების თანახმად, საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირებული 787 მძიმე პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან 363 მართვითი სუნთქვის აპარატზეა.
ბათუმელები

