2020 წლის 4 ოქტომბერს აშშ-ში მსოფლიო დონის ცნობილმა მეცნიერებმა მიიღეს დეკლარაცია, რომელიც საზოგადოებას ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნებისკენ მოუწოდებს, რაც, მათი აზრით, კოვიდ-19-ის წინააღმდეგ პოპულაციური იმუნიტეტის გამომუშავებას შეუწყობს ხელს. მათი აზრით, ლოქდაუნის პოლიტიკა დაუშვებელია.
“დიდი ბარინგტონის დეკლარაცია” საზოგადოებას სთავაზობს ორიენტირებული დაცვის მიდგომას.
“სიკვდილიანობა მოხუცებში 1000-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე ახალგაზრდებში. ბავშვებში გრიპი ბევრად უფრო საზიანოა, ვიდრე კოვიდი. რაც უფრო იმატებს ხალხში იმუნიტეტი, ინფექციის შეყრის რისკი – მცირდება (დაუცველებშიც კი).
პოპულაციებს გამოუმუშავდებათ ჯოგური იმუნიტეტი იქამდე, ვიდრე არ დასტაბილურდება ახალი ინფექციის რიცხვები და მათ ვაქცინაციას მივაშველებთ. ამიტომ, ვიდრე ჯოგურ იმუნიტეტს გამოვიმუშავებთ, ჩვენი მიზანი უნდა იყოს სიკვდილიანობის მინიმუმამდე დაყვანა და ხალხში ზიანის შემცირება.
მათ, ვინც რისკ ჯგუფს არ მიეკუთვნება, მივცეთ უფლება, განაგრძონ ცხოვრება ჩვეული წესით, დაინფიცირდნენ, ჩვენ კი უკეთ მოვუაროთ მათ, ვინც მეტი რისკის ქვეშაა – ამას ვუწოდებთ ორიენტირებული დაცვის მიდგომას.
ყველამ, ვინც არ არის რისკის ქვეშ, ცხოვრება ჩვეულებრივ უნდა განაგრძოს. ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავების პირობებში ყველას ევალება მარტივი ჰიგიენური ზომები – ხელის ხშირი დაბანა და ავადმყოფობის შემთხვევაში სახლში დარჩენა.
სკოლები და უნივერსიტეტები მზად უნდა იყვნენ პირადი სწავლების შემთხვევებისთვისაც. კლასგარეშე საგნები – ფიზკულტურა, შეუფერხებლად უნდა გაგრძელდეს. დაბალი რისკის ქვეშ მყოფი სრულწლოვნები არ უნდა მუშაობდნენ სახლებიდან, უმჯობესია, თუ სამსახურში სიარულს განაგრძობენ. რესტორნები და სხვა ბიზნესები ღია უნდა დარჩეს. ხელოვნება, მუსიკა, სპორტი და სხვა კულტურის დარგების აქტივობებიც შეუფერხებლად უნდა ჩატარდეს” – წერია დეკლარაციაში.
დეკლარაციას ხელი მოაწერა 7.000-მდე ადამიანმა მსოფლიო მასშტაბით.
ამბები

