“მეკითხებოდნენ, თქვენ რაზე ზიხართო, ეგონათ, პატიმარი გარბოდა” – როსტომ ჩხეიძეს კოვიდზე ციხეში უმკურნალეს

"მეკითხებოდნენ, თქვენ რაზე ზიხართო, ეგონათ, პატიმარი გარბოდა" - როსტომ ჩხეიძეს კოვიდზე ციხეში უმკურნალესკოვიდინფიცირებული მწერალი და მეცნიერი როსტომ ჩხეიძე აცხადებს, რომ რამდენიმე დღე მას ციხის საავადმყოფოში მკურნალობდნენ.

როგორც მან „რადიო თავისუფლებას“ მოუყვა, ციხის საავადმყოფოში ადგილების უქონლობის გამო მოხვდა და თავიდან არ იცოდა, სად იმყოფებოდა.

„ტომოგრაფიაზე რომ ჩავყავდით, რამდენიმე კაცი შემხვდა, თქვენ რაზე ზიხართო. ვერ გავიგე, რას მეკითხებოდნენ. მე მეექვსე პალატაში ვარ-მეთქი. არა, რაზე ზიხართო. კიდევ ვერ გავიგე და ფანჯარასთან ვწევარ-მეთქი. აა, ფანჯარასთანო. ზოგი კარგად რომ დამაკვირდებოდა, მეტყოდა, ალბათ სამეურნეო საქმეებზე ზიხარო, ბუღალტერია და მსგავსი რაღაცები. თან მერე გადაძახილები იყო საავადმყოფოში, კაკუნი, ბრახუნი, ციხეში როგორც ხდება. სანამ გავიგებდი, სად ვიყავი, ვფიქრობდი, რაღაც ხომ არ მეჩვენება-მეთქი”, – ყვება ის „რადიო თავისუფლებასთან“.

როგორც ამბობს, საავადმყოფოდან გაწერისას საბუთები მოსთხოვეს და როცა არ წარუდგინა, რადგან თან არ ჰქონდა, ეგონათ, რომ ციხიდან პატიმარი გარბოდა: „მერე ექიმი ჩამოვიდა და დაადასტურა, რომ არ ვიყავი პატიმარი”.

პრაიმ ტაიმი