პაატა იმნაძე – “ინფიცირების დღიური რიცხვი რეალურად 10.000 მაინც იქნება”

პაატა იმნაძე - "ინფიცირების დღიური რიცხვი რეალურად 10.000 მაინც იქნება"ჩვენი გათვლებით დღეში ინფიცირებულთა რაოდენობა 10 000 მაინც იქნება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, დღიურად 2-3-ჯერ უფრო მეტი იქნება ინფიცირების რეალური მაჩვენებელი დადასტურებულ მაჩვენებელთან შედარებით.

„ეს არის ის, რაც რეალურად ხდება ახლა. უბრალოდ ეს ადამიანები არიან უსიმპტომოები და ძალიან მსუბუქი პაციენტები, რომლებიც არ მიდიან [საავადმყოფოებში] იმისათვის, რომ ან გაიტესტონ ან ჯანდაცვის სისტემაში მოხვდნენ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3 128 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში დაინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში უკვე 111 818-ია.