ფინანსთა მინისტრს და მის მოადგილეს კორონავირუსი დაუდასტურდათ

ფინანსთა მინისტრს და მის მოადგილეს კორონავირუსი დაუდასტურდათსაქართველოს ფინანსთა მინისტრს, ივანე მაჭავარიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

“ამჟამად, იგი თავს კარგად გრძნობს და მუშაობას სახლიდან, დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს. ტესტირების შედეგად, კოვიდ-19 დაუდასტურდა მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძესაც, რომელიც ასევე სახლში გადის მკურნალობას”. – ნათქვამია უწყების განცხადებაში.