ქუთაისში კორონავირუსით ეპიდემიოლოგი ლია შეყილაძე გარდაიცვალა

ქუთაისში კორონავირუსით ეპიდემიოლოგი ლია შეყილაძე გარდაიცვალაქუთაისში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა. 62 წლის ეპიდემიოლოგი, ლია შეყილაძე NCDC-ში მუშაობდა.

მას კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა და მკურნალობას კლინიკაში გადიოდა.

ექიმის მდგომარეობა თავდაპირველად მდგომარეობა სტაბილური იყო, მოგვიანებით კი დამძიმდა და მისი გადარჩენა მედიკოსებმა ვეღარ შეძლეს.

ექიმ-ეპიდემიოლოგი გუშინ, 27 ნოემბერს, გვიან ღამით გარდაიცვალა.

იმერეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 662 ახალი შემთხვევა დადასტურდა.