რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსიდან 3 წლამდე ბავშვი გადმოვარდა. შემთხვევა მე-19 მიკრორაიონში მოხდა.
როგორც ადგილობრივებმა “ინფო რუსთავს” განუცხადეს, მცირეწლოვანი მე-7 სართულის აივნიდან გადმოვარდა.
დაშავებული ბავშვი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო სამსახურები.
ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
როგორც მისმა მკურნალმა ექიმმა, ჯონი სამხარაძემ “ინფო რუსთავს” განუცხადა, მცირეწლოვან ბიჭს სისხლდენის შესაჩერებლად ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. მისი თქმით, 3 წლის ბავშვს თბილისში გადაიყვანენ.
“ბავშვის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ჩაუტარდა გულ-ფილტვის რეანიმაცია და სისხლდენის შესაჩერებლად გადაყვანილ იქნა საოპერაციოში. შემდგომში გადაყვანას ვგეგმავთ პროფილურ კლინიკაში”, – აცხადებს ჯონი სამხარაძე.
ინფორუსთავი