რუსთავში 3 წლის ბავშვი მე-7 სართულიდან გადავარდა – ვიდეო

რუსთავში 3 წლის ბავშვი მე-7 სართულიდან გადავარდა - ვიდეორუსთავში, საცხოვრებელი კორპუსიდან 3 წლამდე ბავშვი გადმოვარდა. შემთხვევა მე-19 მიკრორაიონში მოხდა.

როგორც ადგილობრივებმა “ინფო რუსთავს” განუცხადეს, მცირეწლოვანი მე-7 სართულის აივნიდან გადმოვარდა.

დაშავებული ბავშვი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო სამსახურები.

ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

როგორც მისმა მკურნალმა ექიმმა, ჯონი სამხარაძემ “ინფო რუსთავს” განუცხადა, მცირეწლოვან ბიჭს სისხლდენის შესაჩერებლად ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. მისი თქმით, 3 წლის ბავშვს თბილისში გადაიყვანენ.

“ბავშვის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ჩაუტარდა გულ-ფილტვის რეანიმაცია და სისხლდენის შესაჩერებლად გადაყვანილ იქნა საოპერაციოში. შემდგომში გადაყვანას ვგეგმავთ პროფილურ კლინიკაში”, – აცხადებს ჯონი სამხარაძე.

ინფორუსთავი