„სახლში ვარ, მაგრამ შეიძლება, ხვალ საღამოს წავიდე და დავწვე“ – როგორ ებრძვის ვირუსს თენგიზ ცერცვაძე

„სახლში ვარ, მაგრამ შეიძლება, ხვალ საღამოს წავიდე და დავწვე“ - როგორ ებრძვის ვირუსს თენგიზ ცერცვაძეინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსით დაინფიცირების შემდეგ „პრაიმტაიმთან“ პირველ კომენტარს აკეთებს.

მისი თქმით, მისთვის უცნობია, თუ ვისგან დაინფიცირდა.

​„ბევრთან მქონდა კონტაქტი და ვის ჰქონდა ვირუსი და ვის არა, ეს აღარ ვიცი. სიცხე, ყელის ტკივილი, ხველა – ყველა ეს სიმპტომი მაწუხებს. ჯერჯერობით სახლში ვარ, მაგრამ შეიძლება, ხვალ საღამოს წავიდე და დავწვე. დღევანდელ დღესაც დავაკვირდები. შეიძლება ხვალ „რემდესივირი“ გადავისხა. ახლა სიცხის დამწევს, D და C ვიტამინს ვსვავ, ასევე თუთიას და ბევრ სითხეს ვიღებ“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას.

კორონავირუსი თენგიზ ცერცვაძის მეუღლესაც დაუდასტურდა.