სამტრედიის მეთორმეტე საჯარო სკოლამ ორი დღის განმავლობაში ორი პედაგოგი დაკარგა

სამტრედიის მეთორმეტე საჯარო სკოლამ ორი დღის განმავლობაში ორი პედაგოგი დაკარგასამტრედიის მე-12 საჯარო სკოლამ 2 დღის განმავლობაში 2 პედაგოგი დაკარგა.

საჩხერის კლინიკაში კორონავირუსით გარდაიცვალა 51 წლის ქალი, ისტორიის პედაგოგი.

მაია გიორგაძე ვირუსის სიმპტომებით საჩხერის კლინიკაში 22 ოქტომბერს მოათავსეს. როგორც ახლობლები ამბობენ, მას არანაირი თანამდევი ავადმყოფობები არ გააჩნდა. კლინიკაში თანდათან დამძიმდა, ბოლო დღეებში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ექიმებმა, დიდი მცდელობის მიუხედავად, მაია გიორგაძის გადარჩენა ვერ მოახერხეს.

ერთი დღით ადრე კი ვირუსს ამავე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მზევინარ ბაღდავაძე ემსხვერპლა.
„მზევინარ ბაღდავაძეს 15 ოქტომბრიდან დაეწყო მაღალი სიცხეები, დამირეკა, რომ ვერ მოვიდოდა. ყოველდღიურ კონტაქტზე ვიყავით, სახლში მკურნალობდა“, – ამბობს სამტრედიის N12 საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ონიანი.

გურია ნიუსი