საქართველოში 1 დღე-ღამეში კოვიდ 19-ით 45 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში 1 დღე-ღამეში კოვიდ 19-ით 45 ადამიანი გარდაიცვალაბოლო 24 საათში  კორონავირუსით 45 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ლეტალური შემთხვევების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

თბილისში გარდაიცვალა –  18,  აჭარაში – 14, იმერეთში – 7, ქვემო ქართლში – 3,  კახეთში – 2, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთში – 1 ადამიანი.

სულ, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსით გარდაცვალების 566 შემთხვევა ფიქსირდება.