საქართველოში კორონავირუსით კიდევ 28 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 28 ადამიანი გარდაიცვალასაქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან კიდევ 28 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 335-მდე გაიზარდა.

კერძოდ, მთავრობის ადმინისტრაციის მეთაურის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ბოლო 24 საათში კორონავურისით თბილისში – 10 ადამიანი, აჭარაში – 7, იმერეთში – 7, შიდა ქართლში – 2, ქვემო ქართლში – 1, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთში – 1 ადამიანი გარდაიცვალა.

მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1 791 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შესაბამისად, ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ჯამში 40 727-ს შეადგენს.

გამოჯანმრთელდა კიდევ 2 413 პაციენტი და საერთო რაოდენობა 25 104-ს შეადგენს.