საწოლების რაოდენობა ამოწურულია-საგამოფენო და სამხედრო სივრცეები შესაძლოა სამედიცინო ცენტრებად გადაკეთდეს

საწოლების რაოდენობა ამოწურულია-საგამოფენო და სამხედრო სივრცეები შესაძლოა სამედიცინო ცენტრებად გადაკეთდესსახელმწიფო კორონავირუსის პანდემიას ვეღარ უმკლავდება. თითქმის სრულად ამოწურულია საწოლფოდნი და სასუნთქი აპარატების მარაგი.

დღეს ჯანდაცვის მინისტრმა თქვა რომ ქვეყანაში სულ 227 საწოლია თავისუფალი, ხოლო სასუნთქი აპარატების რაოდენობა 257-ია.

ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ საწოლების დამატება იგეგმება. ამირან გამყრელიძე კი არ გამორიცხავს, რომ  საჭირო გახდეს საველე ჰოსპიტლები და სამედიცინო ცენტრებად გადაკეთდეს საგამოფენო და სამხედრო  სივრცეები.

მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭო, რომელსაც ინფექციონისტებიც დაესწრებიან, დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბება, სადაც სავარაუდოდ დამატებით შეზღუდვებზე მიიღებენ გადაწყვეტილებას

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მკაცრი შეზღუდვები აუცილებელია იმისთვის, რომ ვითარება დასტაბილურდეს, თუმცა სრულ ლოქდაუნს ამირან გამყრელიძე გამორიცხავს.

ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები კი ისევ მთავრობის დაგვიანებულ ქმედებებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ქვეყანამ 7 თვე დაკარგა.