აჭარაში კიდევ ერთი კოვიდინფიცირებული ექიმი გარდაიცვალა. მედიკოსი ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში მკურნალობდა. კლინიკის ხელმძღვანელობის განმარტებით, ინფიცირებულ ექიმს თანმხლები დაავადებები არ ჰქონია, თუმცა ვირუსმა ფილტვები მნიშვნელოვნად დაუზინა:
“56 წლის ექიმი ჩვენს კოვიდცენტრში 17 ოქტომბრიდან იმყოფებოდა. შემოყვანის შემდეგ მალევე დამძიმდა მისი მდგომარეობა, რეანიმაციაში იყო ხელოვნურის სუნთქვის აპარატზე. თანმხლები დაავდებები არ ჰქონია. თვეზე მეტი აქ მკურნალობდა”, – აცხადებენ კლინიკაში.
აჭარაში კორონავირუსით მედიკოსის გარდაცვალების უკვე მეექვსე შემთხვევაა. საერთო ჯამში, ვირუსს 5 ექიმი და ერთი ექთანი ემსხვერპლა.

