ინფექციური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორს თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„კლინიკის გენერალურ დირექტორს, ბატონ თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ლაბორატორიული კვლევის თანახმად, თენგიზ ცერცვაძე ინფიცირებულია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აღენიშნება მსუბუქი სიმპტომები. შესაბამისად, სტაციონარში ყოფნას არ საჭიროებს და ის სახლში მკურნალობს… მალე გამოჯანმრთელება ვუსურვოთ ბატონ თენგიზს“, – ნათქვამია განცხადებაში.

