“ვიბრძვით კობას სიცოცხლისთვის, მძიმე მდგომარეობაა” – ინგა ბიწაძე

"ვიბრძვით კობას სიცოცხლისთვის, მძიმე მდგომარეობაა" - ინგა ბიწაძე23 ნოემბერს, პოლიტიკოსი კობა დავითაშვილი თირკმლის უკმარისობის დიაგნოზით ალექსანდრე ალადაშვილის  სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

ორ დღეში კლინიკაში მკურნალობისას პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა და სეპტიკური შოკი განუვითარდა. იგი ახლა მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი.

კობა დავითაშვილის მეუღლის – ინგა ბიწაძის თქმით, ექიმები წინასწარ ვერაფერს ამბობენ.

„ძალიან მძიმე მდგომარეობაა, ვიბრძვით სიცოცხლისთვის“ – ამბობს ინგა ბიწაძე.

პოლიტიკოსს, რომელიც სხვადასხვა დროს, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს ოთხი მოწვევის დეპუტატი იყო, უკვე სამი წელია, რაც მაანკილოზებელი სპონდილიტი, ანუ ბეხტერევის დაავადება დაუდასტურდა. პაციენტი ახლა ავადმყოფობის მეოთხე სტადიაში იმყოფება.

პრაიმ ტაიმი