„2021 წელს მოდურია მუქი ბორდოს, ქლიავის ფერები“

„2021 წელს მოდურია მუქი ბორდოს, ქლიავის ფერები“ახალი წლის ღამეს შესანიშნავი არჩევანი იქნება მსუბუქი ქსოვილებისგან დამზადებული ტანისამოსი, თეთრი, სპილოს ძვლისფერი და მეტალის ბზინვარებით, რადგან მომავალი 2021 წელი, აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, არის თეთრი, თანაც ხარის წელი. ამ რჩევებს „2020NEWS“-ის მკითხველს დიზაინერი თეონა თავართქილაძე აძლევს.

დიზაინერი ასევე გვირჩევს, რომ ახალი წლის ღამეს წითელი ფერი არ გამოვიყენოთ, რათა ხარი არ გაღიზიანდეს. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ, ხარი ფერებს ვერ არჩევს და წითელ ფერზე ხალხში მცდარი წარმოდგენაა გავრცელებული, წელს ქალბატონებს ამ რჩევის გათვალისწინება მაინც მოუწევთ.

თეთრი და ვერცხლისფერი კი მაკიაჟშიც აქტუალური ფერები იქნებიან –   ბორდოსა და ქლიავის ფერებთან ერთად.

საინტერესოა ისიც, რომ მომავალ წელს, გეომეტრიული მაკიაჟის ტენდენცია გააქტიურდება, მეტიც, მოდაში ბუნებრივი წარბების ფორმა – ანუ „ახლა გავიღვიძე წარბები“ ბრუნდება.

– აღმოსავლური ჰოროსკოპით, თეთრი და თანაც მეტალი ხარის წელი მოდის, რას გვირჩევთ, როგორი ფერების სამოსითა თუ მაკიაჟით შევხვდეთ ახალი წლის ღამეს და მთლიანი წლის ფერების ტენდენცია როგორი იქნება?

– რადგან, თეთრი, მეტალის ხარის წელი მოდის,  სასურველია, რომ ახალი წლის ღამეს შეხვდეთ: თეთრი, სპილოს ძვლისფერი ანდაც ვერცხლისფერი სამოსით. თვითონ ფაქტურა კარგი იქნება, რომ იყოს პრიალა, ბრჭყვიალა, მეტალიკთან დაკავშირებული, ვერცხლისა და ოქროს ფერი.

არც მაკიაჟსა და არც ტანსაცმელში, არავითარ შემთხვევაში, წითელი ფერი არ უნდა გამოვიყენოთ, რადგან ეს ფერი  ხარს არ უყვარს  და არ გავაღიზიანოთ.

რაც შეეხება მთლიანი  წლის ტენდენციას, მეორე სეზონია, რაც ასე გამოხატული არ არის   რაღაც, კონკრენტული, ერთი ტენდენცია, როგორც ადრე იყო.

ყველა ფერია აქტუალური  და მოდური, სხვადასხვა სტილის არევა, კლასიკურთან სპორტულის ჩაცმა, „ოვერსაი“ ტანსაცმელი და ა. შ.

– მაინც დავაკონკრეტოთ, მაგალითად, როგორი იქნება მაკიაჟის ტენდენცია 2021 წელს?

– მაკიაჟში ბევრი რამე იქნება აქტუალური, გეომეტრიული მაკიაჟი, თვითონ წლის ფერები, მუქი ბორდოს, ქლიავის ფერები.  შეგვიძლია, რომ ეს ფერები თვალზეც და ტუჩზეც გამოვიყენოთ. რაიმე ერთი მიმართულება და შეზღუდვა აქაც არ არის.

– როგორც ვიცით, 2021 წელს სქელი და შეღებილი წარბი აქტუალური აღარ იქნება, ამასთან დაკავშირებით, როგორ რჩევას მოგვცემთ?

– დიახ, მაგრამ არც წვრილი წარბი იქნება მოდაში. აქტუალური უფრო ბუნებრივთან მიახლოებული  და რაც შეიძლება ნაკლებად დამუშავებული წარბი იქნება. ამ ტენდენციას  „ახლა გავიღვიძე წარბებს“ ეძახიან, აჩეჩილი და ზემოთ ავარცხნილი წარბია.