შვედეთში, სტოკჰოლმში, 25 წლის ქართველი თეონა სვანიძე უმაღლესი სასამართლოს მოსამართლის მოადგილედ დაინიშნა.
ამის შესახებ თეონას დედამ, ქეთევან ბაღათურიამ, ფეისბუქში დაწერა:
“ეხლა ისეთ ხასიათზე ვარ როცა არ ვიცი სიხარულით ვიცინო ვიყვირო, ვიყვირო ხმამაღლა რომ უბედნიერესი დედა ვარ. დღეს თეონა სტოკჰოლმის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლის მოადგილედ დაინიშნა. შვედეთის ისტორიაში პირველად პირველი ქართველი 25 წლის გოგო. ეს ისტორიას არ ახსოვს. ეს არის ზეაღმატებული გამარჯვება თეონას ცხოვრებაში.
ის რასაც თვითონ შვედები წლობით ელოდებიან. ხშირად ვერც აღწევენ.
Davit Svanidze
ჩვენ უფალმა ისეთი სიმდიდრე გვარგუნა წილად რომელსაც ვერასოდეს ვერანაირი ძალა ვერ წაგვართმევს. ჩვენი დაუღალავი შრომა ჩვენმა შვილებმა დაგვიფასეს. ამაზე დიდი და მეტი რა უნდა ვინატროთ. მარტო ჯანმრთელობა და ხანგრძლივი სიცოცხლე.”

