4.321 ინფიცირებული, 4.301 განკურნებული, 42 გარდაცვლილი – 5 დეკემბრის კოვიდ სტატისტიკა

4.321 ინფიცირებული, 4.301 განკურნებული, 42 გარდაცვლილი - 5 დეკემბრის კოვიდ სტატისტიკაინტენსიური ტესტირების ფარგლებში, 24 საათში ჩატარდა 14 396 ტესტი; გამოვლინდა Covid-19-ის 4 321 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა – 4 301 პირი.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 321 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 162 475-ს.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 14 396 ტესტი, აქედან 5 816 ანტიგენი და 8 580 PCR.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 4 301 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 133 511-მდე.

მათივე ცნობით, სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 504 გარდაცვალების შემთხვევა.