დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ადასტურებენ.
მათივე ინფორმაციით, ამირან გამყრელიძე თავს კარგად გრძნობს და სიმპტომები არ აქვს.
როგორც ცენტრში აცხადებენ, ამირან გამყრელიძეს კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულთან.

