აჭარაში კორონავირუსით 49 წლის ექიმი გარდაიცვალა

აჭარაში კორონავირუსით 49 წლის ექიმი გარდაიცვალააჭარაში კორონავირუსით 49 წლის ექიმი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალშიც ადასტურებენ.

როგორც კლინიკაში განაცხადეს, იგი კლინიკაში საკარანტინო სივრციდან 10 ნოემბერს გადაიყვანეს. პაციენტს თანმდევი დაავადებები არ ჰქონდა და ის მართვის სუნთქვაზე მძიმე ორმხრივი პნევმონიის დიაგნოზით იყო მოთავსებული.

„კორონავირუსით გამოწვეული გართულებები გახდა გარდაცვალების მიზეზი. შემოყვანის დროს ფილტვები ჰქონდა დაზიანებული. მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა, მისი გადარჩენა სამწუხაროდ. ვერ მოხერხდა“, – განაცხადა ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალის ექიმმა მიშა მჟავანაძემ.